მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელი აცხადებენ რომ ღაზის სექტორის სამხრეთით ევაკუაციას 4 საათით დაუშვებენ

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ლტოლვილთა ბანაკს დაესხნენ თავს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან, მოსახლეობის სამხრეთით უსაფრთხოდ გადასაადგილებლად, დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება.

ისრაელმა ევაკუაციის მსგავსი გეგმა დააანონსა შაბათსაც, თუმცა მათი თქმით, ჰამასის შეიარაღებული პირები ტერიტორიაზე ისრაელის ჯარებს თავს დაესხნენ და ევაკუაციას ხელი შეუშალოს. თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ტერორისტებს მშვიდობიანი მოქალაქეების “ფარად” გამოყენება სურთ. აშშ-ის მონაცემებით, ღაზის ჩრდილოეთით 400 000-მდე ადამიანი კვლავ რჩება გაერო-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში მცხოვრები 2.3 მილიონი ადამიანიდან 1.5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.
„სიენენის“ ცნობით, მოსახლეობა სალაჰ ალ-დინის ქუჩით შეძლებს ტერიტორიის დატოვებას.

3 ნოემბერს ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე საჰაერო იერიში განახორციელა. თავდაცვის ძალების განცხადებით, მანქანას “ჰამასის ტერორისტული უჯრედები” იყენებდნენ, დარტყმის შედეგად კი ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი მოკლეს.

ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს აფეთქება საავადმყოფო ალ-შიფასთან მოხდა. კადრებში, რომელიც არაერთმა საერთაშორისო მედიამ დაადასტურა, ჩანს სასწრაფო დახმარების დაზიანებული მანქანა და რამდენიმე დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოსთან წვანან.

ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა პარასკევს თქვა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოდან სამედიცინო კოლონაში იმყოფებოდა, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელისკენ მიემგზავრებოდა და გადაადგილების შესახებ წითელ ჯვარს აცნობეს.

ამასთან ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ლტოლვილთა ბანაკს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 51 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA იუწყება.

WAFA-ს ცნობით, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე „მაღაზის“ ლტოლვილთა ბანაკი შაბათს ღამით დაბომბა.

ღაზას „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, აშრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ისრაელი გამუდმებით ირწმუნება, რომ მათ სამიზნეს არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ „ჰამასი“ წარმოადგენს და რომ ბოევიკების დაჯგუფება მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

ღაზას ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა შაბათს განაცხადეს, რომ ისრაელთან ომში 9 488-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button