მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პანკისში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პარლამენტის დეპუტატს მათე ციხესაშვილს დაკრძალავენ

დღეს პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პარლამენტის დეპუტატს, მათე ციხესაშვილს დაკრძალავენ.

მათე ციხესაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ლაბორატორიის დამაარსებელი, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლი, ციხესაშვილი, 61 წლის ასაკში, საფრანგეთში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი სოფელ ომალოს მკვიდრია.1982 წელს მან თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი, 1988 წელს კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა დაასრულა.
ციხესაშვილს გამოქვეყნებული აქვს 22-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1988-90 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

მათე ციხესაშვილი 1991-97 წლებში იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის დეპუტატი, 1997-98 წლებში კი – ჩეჩნეთის წარმომადგენელი შვეიცარიის კონფედერაციაში.

1998 წელს, ის დაინიშნა იჩქერიის საერთაშორისო-სამთავრობო დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

2011 წელს, მათე ციხესაშვილმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

2008 წელს, ყოფილი დეპუტატი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვდა, თუმცა სახელმწიფომ მას უარი უთხრა.

2018 წელს, ციხესაშვილის ჩართულობით დაფუძნდა „პანკისის ხეობის სახალხო კრება“.

2019 წლის 23 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათე ციხესაშვილმა საქართველოში შემოსვლა სცადა და ქუთაისის აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა მას უარი უთხრეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button