მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენმ-ის წარმომადგენლმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა

ენმ-ის წარმომადგენლის, პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ახლა სწორედ ის დროა, მოსახლეობამ და ოპოზიციამ თავიანთი ხმები და არჩევანი ქუჩაში დაიცვას. ამბობს, რომ როცა სისტემა გართმევს უფლებას, არჩევნების გზით შეცვალო ხელისუფლება, ერთადერთი გზა ქუჩის აქციებია. წითლიძე ფიქრობს, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა მესამე პრეზიდენტი ციხეშია სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ქუჩაში უნდა გავიდნენ და ამ აქციებმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას. ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად ზეწოლების, პირადობების ჩამორთმევის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, შანტაჟის, 1300-მდე გაბათილებული ბიულეტენის, სხვაობა მათ და “ოცნების” კანდიდატებს შორის სულ რაღაც 2%-ია.

ეს მაშინ, როცა მმართველი პარტია ცდილობდა ეს განსხვავება 7-8% ყოფილიყო. “გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული. მთელი საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით გუშინდელი დღე, ეს არ იყო უბრალოდ საარჩევნო კამპანია, ეს იყო ჩვეულებრივი ომი ძველ ბიჭებთან, კანონიერ ქურდებთან, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ ადამიანებთან, ე.წ. გაურკვეველ შპანებთან, რომლებიც მთლიანად შეზელილი იყო სახელმწიფო სტრუქტურებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთელს სახელმწიფო სისტემასთან. განსაკუთრებით ზუგდიდსა და მთელს სამეგრელოში, ეს კამპანია გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტერორით ადამიანებზე, რომლებიც ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი”, – აღნიშნა ანა წითლიძემ. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს, პოლიციის იმედი არ აქვთ, და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის, ყველა სამართლებრივ ქმედებას ფორმალურად მაინც გაივლიან, თუმცა ფიქრობს, რომ ახლა სწორედ ქუჩის აციების დროა. ზუგდიდში დათვლილია 109-ვე საარჩევნო უბანი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატ მამუკა წოწერიას მხარი, ამომრჩეველთა 51,631%-მა დაუჭირა. ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას 48,369%-მა.

მსგავსი პოსტები

Back to top button