პანკისში “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” ოფისის დაწვა სცადეს
პანკისში არასამთავრობო ორგანიზაცია “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” ოფისის დაწვა სცადეს.
შენობას უცნობმა პირებმა აალებადი სითხე შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და დაზიანება ოფისის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხო.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ფონდის ხელმძღვანელი, იზა ბექაური მომხდარს ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირებს.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც მას ხეობაში ორგანიზაციის მუშაობა დაუყოვნელივ უნდა შეეჩერებინა.
“სამი პატარა ათლიტრიანი თუ ხუთლიტრიანი ჭურჭელია მოტანილი და ბენზინია თუ რა არი, ვერ გავარკვიე. ის არის გარეთ აივანზე დასხმული. ფანჯარაა გატეხილი და შიგნით იატაკზეცაა დასხმული. კონკრეტულად არ შემიძლია დავასახელო, არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს, მაგრამ ამ ბოლო დროს ნოემბრის ბოლოს ჩემთან ფეისბუქის საშუალებით იყო მოწერილი ძალიან ბევრი მუქარა ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენი საქმიანობა არ მოწონთ”, – აცხადებს იზა ბექაური.