კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პანკისში მკვლელობისთვის დაკავებულმა ბრალი აღიარა

პანკისში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულმა, 46 წლის სიმონ მარგოშვილმა ბრალი აღიარა.
ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა, ლალი ჩოდრიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს. მან თავი დამნაშავედ ცნო, ძალიან ნანობს ჩადენილს და სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას. საქმის მასალები გადმოგვეცა და ახლა უკვე ტაქტიკაზე ჩამოვყალიბდებით”- განაცხადა ჩოდრიშვილმა.

სიმონ მარგოშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, თელავის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, მკვლელობა 17 იანვარს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოხდა.
გამოძიება, 40 წლის იბრაჰიმ ქავთრაშვილის ცივი იარაღის გამოყენებით განზრახ მკვლელობას, 46 წლის სიმონ მარგოშვილს ედავება.

შემთხვევის შემდეგ, მარგოშვილი მიმალვაში იმყოფებოდა და სამართალდამცავები მას ოთხი დღის განმავლობაში, უშედეგოდ ეძებდნენ.

გარდაცვლილი იბრაგიმ ქავთარაშვილის გვარის ულტიმატუმის მერე, რაც სავარაუდო დამნაშავის, მისივე გვარის მიერ პოლიციისათვის გადაცემას ეხებოდა, მარგოშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button