პანკისში სიმონ მარგოშვილის კრიმინალურ წარსულზე საუბრობენ
პანკისის ხეობის სოფელ დუისში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ნათესავების მტკიცებით, 45 წლის სიმონ მარგოშვილს წარსულში სხვა მკვლელობაც აქვს ჩადენილი. ამის შესახებ, მარგოშვილის მამიდამ, ლამარა მარგოშვილმა, მოკლული იბრაგიმ ქავთარაშვილის დაკრძალვაზე მისვლისას განაცხადა.
ლამარა მარგოშვილი
” მომავალში გვარებს შორის სისხლის პატიებისა და შერიგების შესახებ მოლაპარაკება ალბათ შედგება. მე ვვარაუდობ, რომ მან დანაშაული ნარკოტიკული თრობის ქვეშ ჩაიდინა, რადგან მკვლელობის სხვა მიზეზი არ ჰქონდა. სიმონმა წარსულში ნათესავი გოგონა მოკლა და არ ვიცით, რატომ დარჩა დაუსჯელი”- განაცხადა ლამარა მარგოშვილმა.
ცივი იარაღის გამოყენებით, 17 იანვარს მოკლული 40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილი დუისის სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. გარდაცვლილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.სამართალდამცავები მისი ძებნის ოპერაციას ამ დრომდე აწარმოებენ.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მყხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს