მნიშვნელოვანისპორტი
პაოლო როსის სახლი, ფეხურთელის დაკრძალვის დღეს გაძარცვეს
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ოჯახი დანაშაულის მსხვეროლი გახდა
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის და „ოქროს ბურთის“ მფლობელის სახლი მისი დაკრძალვის დღეს გაძარცვეს.
მაშინ, როდესაც ათასობით გულშემატკივარი პაოლო როსის უკანასკნელ გზაზე აცილებდა, მისი საცხოვრებელი სახლიდან ძვირადღირებული ნივთები,მათ შორის საათები გაქრა.
არეცოს პროვინციაში მდებარე სახლში, ვიჩენცადან დაბრუნებულ პაოლო როსის ქვრივს, ფედერიკა კაპელეტის, სახლი არეული დახვდა და მან ამის შესახებ იტალელ სამართალდამცავებს აცნობა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.