პაპმა თვითმფრინავში კოკის ფოთლებისგან დამზადებული ჩაი მიირთვა
რომის პაპმა თვითმფრინავში ადგილობრივი სასმელი დააგემოვნა, როდესაც ეკვადორიდან ბოლივიაში მიფრინავდა, – იუწყება Reuters.
სიმაღლის, ანუ მთის ავადმყოფობის თავიდან ასარიდებლად, პონტიფიკოსს ჩაი მოუმზადეს, რომელიც სამ ინგრედიეტს: კოკის ფოთლებს, გვირილის ყვავილებსა და ანისულას თესლს შეიცავდა.
საქმე ისაა, რომ აეროპორტი El Alto, რომელშიც რომის პაპი ჩაფრინდა, მსოფლიოში ყველაზე მაღლა განლაგებულ საავიაციო საწარმოდ ითვლება. იგი ზღვის დონიდან 4061 მეტრზე მდებარეობს. ამ მიზეზით, თვითმფრინავის კარის გაღებისთანავე, მგზავრები წნევის ძლიერ ვარდნას გრძნობენ.
ბორტგამცილებელი ქალის თქმით, პონტიფიკოსი ნაყენს – სახელწოდებით Trimate მიირთმევდა. ჩაით, რომის პაპის თანმხლებ ჟურნალისტებსაც გაუმასპინძლდნენ.
თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ, მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმისას, პონტიფიკოსი თავს კარგად გრძნობდა.