პაპუაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა უკრაინის ქალაქების დაბომბვას

უკრაინის ქალაქებში რუსეთის საჰაერო იერიშებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
“შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი თავდასხმების გამო სამოქალაქო ობიექტებზე და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს.მიხარია, რომ უკრაინის ქალაქებში ქართველი დიპლომატები უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც დაბომბვის შედეგად დაშავდა,” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს, რომ მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას
“შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!” – წერს პრეზიდენტი.