მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„პაპუაშვილმა პირდაპირ იძალადა თინა ბოკუჩავაზე“- ხატია დეკანოიძე

დღეს პარლამენტში, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლას, დაპირისპირება და პროტესტი მოჰყვა. ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. პარალელურად, პროტესტს აგრძელებდნენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ და სხდომათა დარბაზში გადმოფინეს ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა სპიკერისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის ძალის გამოყენებით გამოიყვანა ტერიტორიიდან.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს არის ძალადობა მმართველი პარტიის წევრის მხრიდან და ითხოვს რეაგირებას პარლამენტის თავმჯდომარისგან.

“პარლმენტის წევრმა პაპუაშვილმა პირდაპირ იძალადა თინა ბოკუჩავაზე, რაც არის ყოვლად მიუღებელი და მოვითხოვ კახა კუჭავასგან ადეკატურ რეაგირებას, რაც არის აუცილებელი”-ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button