პარიზელმა ქალებმა Victoria’s Secret-ის თეთრეულის შოუ გაიმეორეს [Video]

რიგითმა პარიზელმა ქალებმა, რომლებიც პროფესიონალ მოდელებს არ წარმოადგენენ, თავიანთი შოუ შექმნეს. მათ Victoria’s Secret-ის თეთრეულის კოლექციის შოუ გაიმეორეს. ვიდეომ, რომელიც ღონისძიების დროს გადაიღეს, BuzzFeedYellow-ს YouTube-არხზე 2 მილიონი ნახვა და უამრავი მოწონება მოიპოვა.
ქალებს ამ შოუს ჩატარებით ყურადღების მიპყრობა სურდათ იმ ფაქტზე, რომ ადამიანების სხეულის მოყვანილობა საკმაოდ მრავალფეროვანია და შეიძლება, ბევრი მათგანის ტანი სამოდელო პარამეტრებისგან ძალიან შორსაა, მაგრამ სილამაზეს მაინც არაა მოკლებული.