პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშების მეორე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშების მეორე დღეს, 28 ივლისს, გამარკვებისთის სამი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს: ოლიმპიური მედლების მოპოვებას ეცდებიან მოცურავე ნოე ფანცხავა, ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი და მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი.
განრიგი ასეთია:
ნოე ფანცხავა, ცურვა.
13:00 – გულაღმა ცურვა 100 მ. კვალიფიკაცია, ნახევარფინალი (23:37)პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს „უაილდ ქარდით“ მიწვეული 18 წლის ნოე ფანცხავა 100 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვის დისციპლინაში იასპარეზებს.
ქართველი სპორტსმენის მიზანია საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა და 16 საუკეთესოში მოხვედრა.
წინასწარი გაცურვები 13:00 სააიდან დაიწყება, ნახევარფინალები კი 23:37-დან გაიმართება.
ვაჟა მარგველაშვილი, ძიუდო.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი მიმდინარეობს. ქართველი სპოტსმენებიდან დღეს შეჯიბრებაზე ტოკიოს ოლიმპიადის ფინალისტი ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) გამოვა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ მოჰამად რაშნონეჟადსა და ფრანგ ვალიდ ხიარის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ვაჟა, წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ფინალამდე არ ხვდება მის წონაში ოლიმპიური ოქროს მოპოვების მთავარ კანდიდატს, იაპონელ ჰიფუმი აბეს.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება. დამამშვიდებელი, ნახევარფინალური და ფინალური ორთაბრძოლები კი 18 საათიდან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გიორგი სარდალაშვილს (60კგ), მაგრამ 21 წლის ქართველი გამოცდილ ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა. 60კგ-ში ოლიმპიური ჩემპიონი კი ყაზახი სმეტოვი გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს სძლია.
12:00-დან – 66 კგ.
კრივი – გიორგი ყუშიტაშვილი VS დავლატ ბოლტაევი (ტაჯიკეთი)პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტურნირის დებიუტანტი გიორგი ყუშიტაშვილი (92კგ) დღეს პირველ ორთაბრძოლას ჩაატარებს.
ქართველის მეტოქე 1/8-ფინალში ტაჯიკი დავლატ ბოლტაევი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:48-ზეა ჩანიშნული.
ყუშიტაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მან პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ივნისის დასაწყისში მოიპოვა.
გიორგი ყუშიტაშვილთან ერთად, პარიზში კიდევ ერთი მოკრივე – ლაშა გურული გვეყოლება. გურული ასპარეზობაში ხვალიდან ჩაერთვება.
22:48 – 92 კგ. 1/8-ფინალი
გუშინ, 27 ივლისს, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ კატეგორია), თუმცა თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ის მედლის გარეშე დარჩა. ის გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.
გუშინვე ოლიმპიადაზე ასპარეზობდა ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 1/8-ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა 100 მ. ბატერფლაის დისციპლინაში საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა ანა ნიჟარაძემ, რომელმაც 31 გამომსვლელში 28-ე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.