მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია, რაც მიუღებელია-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა სტატისტიკით მედიკამენტების ფასები გაზრდილია და უმოკლეს დროში შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აღნიშნულ საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს და იგი უახლოეს რამდენიმე დღეში მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

„მე არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400 პროცენტიანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ, ჩვენ ეს უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 აგვისტოს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

მან ჯანდაცვის მინისტრს კონკურენციის სააგენტოსთან კოორდინაცია დაავალა, რათა მედიკამენტების ფასების გაზრდასთან დაკავშირებით არსებული ანალიზი დროულად იქნას წარდგენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button