პარიზის რესტორანზე იერიშის მიტანის ვიდეო ინტერნეტში განთავსდა [Photo/video]

ინტერნეტში პარიზის ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმის ვიდეო განთავსდა. 13 ნოემბერს, ტერორისტებმა პარიზის რამდენიმე რესტორანს შეუტიეს. ვიდეოზე კონკრეტულად რომელი ინციდენტი აისახა, განმარტებული არაა.

სათვალთვალო კამერების დამონტაჟებული ჩანაწერი ბრიტანულმა გამოცემა The Daily Mail-მა გაავრცელა.
ჩანაწერზე საზოგადოებრივი კვების ობიქტის ერთ-ერთი სტუმარი ქალის სასწაული გადარჩენაა ასახული, რომელიც რესტორნის წინ განლაგებული მაგიდის ქვეშ იმალებოდა. ტერორისტი მასთან მივიდა და ავტომატი დაუმიზნა, მაგრამ იარაღმა უმტყუნა. როგორც კი ბოროტმოქმედმა დანაშაულის ადგილი დატოვა, ქალი გაიქცა.

ჩანაწერის სხვა ფრაგმენტზე ტერორისტი ობიექტის ვიტრინასთან მივიდა და ავტომატის ჯერი დაახალა, რამაც სტუმრებსა და რესტორნის თანამშრომლებში პანიკა გამოიწვია. ისინი მაგიდებისა და ბარის დახლის ქვეშ თავის შეფარებას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, რომ პარიზის იერიშების დროს, ტერორისტები თავს რამდენიმე რესტორანს დაეხნენ. შარონის ქუჩაზე მდებარე ბარ La Belle Equipe-ზე მიტანილი იერიშის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

ამის გარდა, ფონტენ-ო-რუას ქუჩაზე განლაგებულ პიცერია La Casa Nostra-ზე შეტევის დროს 5 ადამიანი დაიღუპა, 16 კი მძიმედ დაიჭრა.
გაზეთ Le Monde-ის მონაცემებით, თავდაპირველად, ბოროტმოქმედები ბიშას ქუჩაზე განლაგებულ ბარ Le Carillon-სა და რესტორან Le Petit Cambodge-ს დაეხნენ. ამ ტრაგედიამ 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

13 ნოემბერს, “Bataclan”-ისსაკონცერტოდარბაზში, ტერორისტებისმიერმაყურებლებისმძევლადაყვანისდროს, ყველაზემეტი – 100 ადამიანიდაიღუპა. ამისგარდა, სტადიონ Stade de France-ზეფეხბურთისმატჩისმსვლელობისდროს, 3 აფეთქებამოხდა.
ტერაქტების შედეგად, პარიზში დაღუპულადამიანთარიცხვმა 132 მიაღწია, 352 დაიჭრა. 15 ნოემბერს,კიდევ 3 დაჭრილიგარდაიცვალა.

ტერორისტული აქტების შესაძლო ორგანიზატორად 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდი ითვლება. იგი ბრიუსელში, მაროკოელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა. გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, 18 ნოემბერს, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს,სამართალდამცველებმა აბაუდი მოკლეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23427″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button