პარიზის ტერაქტის მოწყობის მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია

ბრიუსელში პარიზის ტერაქტის მოწყობის მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი დააკავეს.

აბდესლამი ტერაქტის შემდეგ მიმალვაში იყო, მისი დაკავება ბრუსელის პოლიციამ, დღეს, რეიდის შემდეგ შეძლო. ინფორმაცია ბელგიის პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებენ.

26 წლის სალაჰ აბდესალამის ძებნა 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, იგი ბრიუსელის სამეზობლოდ, მოლენბიკში დააკავეს.

ეჭვმიტანილი ფეხში იყო დაჭრილი, აზუსტებს ქალაქის ვიცე-მერი აჰმედ ელ ხანუ.

რამდენიმე საათით ადრე, გამოძიებამ აბდესალამის თითის ანაბეჭდები შეაგროვა.

ანაბეჭდები, ბრიუსელის სამეზობლოდ, დასახლება ფორესტში არსებულ ბინაში იქნა ნაპოვნი.

ეს ის ადგილია, სადაც 17 მარტს ბელგიის პოლიციამ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი, ალჟირელი მუჰამედ ბელკადის ლიკვიდაცია მოახდინა.

ბელკადის მოკვლამდე, სამართალდამცველებმა სამ სართულიანი საცხოვრებელის ბინაში შესვლა სცადეს, რის შემდეგაც ორმა პირმა მათ ცეცხლი გაუხსნა. ოთხი სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა, მათ შორის ფრანგი ქალი ოფიცერი.
სამართალდამცველები შემდგომ იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და დახმარებას დალოდებოდნენ.

ორმა ეჭვმიტანილმა სცენიდან მიმალვა შეძლო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ორიდან ერთ-ერთი სწორედ სალაჰ აბდესალამი იყო.

ბრუსელის პროკურატურის ცნობით, ბინიდან ამოღებული იქნა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, სალაფისტური წიგნები (ისლამის ულტრა კონსერვატიული ლიტერატურა) და კალაშნიკოვის ტიპის იარაღის ტყვიები. ასაფეთქებელი ნივთიერებები საცხოვრებელში არ აღმოჩნდა.

საფრანგეთის მოქალაქე და ბრუსელში დაბადებული აბდესლამი სწორედ ის მძღოლია, ვინც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მანქანით მიიყვანა ტერორისტები… ტერორისტები, რომლებმაც 80 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

ალ ჯაზირა წერს, რომ ტერორისტების ჩამოსხმის შემდეგ აბდესალამმა პარიზი დატოვა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სანამ მესაზღვრეები საფრანგეთ-ბელგიის საზღვარზე გაუშვებდნენ, გააჩერეს და დაკითხეს და გაუშვეს.

სალეჰ აბდესალამის უფროსი ძმა პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი თვითმკვლელ ტერორისტია.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში მომხდარ ტერაქტში 130 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ლევანტის ისლამურ სახელმწიფომ იკისრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button