პარიზში ბასტილიის აღების დღე აღნიშნეს – ფოტორეპორტაჟი
226 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბასტილიის ციხესიმაგრიდან ტუსაღები გაიქცნენ. 1789 წლის 14ივლისს ბასტილიაზე მიტანილი იერიში, საფრანგეთის რევოლუციაში მნიშვნელოვანის იმბოლური ეტაპი იყო. იმის მიუხედავად, რომ იმ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდშვიდი პატიმარი იმყოფებოდა, ეს აქტი, მონარქიის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისი გახდა.ბასტილიის აღების პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération(ფედერაციის დღესასწაული).
დღეს, საზეიმო ღონისძიებები პარიზში დილიდან დაიწყო. ტრადიციის თანახმად, საფრანგეთი,სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს იწვევს.
წელს, აღლუმში მექსიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ. სამხედრო აღლუმი ფრანსუა ოლანდმა ჩაიბარა. საპატიო სტუმრებად კი მექსიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი მიიწვიეს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12852″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1436901774459″]