პარიზში უძლიერესი შემადგენლობით
6-7 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ძიუდოისტთა პრესტიჟულ გრანდ-სლემის ტურნირს მიიღებს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერი ბექა ღვინიაშვილი ძალებს 100 კგ-მდე კატეგორიაში მოსინჯავს, რომელიც ქართული ძიუდოსთვის პრობლემატურად ითვლება და იქ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ჯერაც მოსაპოვებელია.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზში
-60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ. – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი
-90 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
-100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი