მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას?”

“ევროპული საქართველო” მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ფრენები 1 აგვისტოდან აღდგება. გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა, კითხვები დაუსვა.

მას აინტერესებს, რატომ ხურავს მთავრობა რეგულარული ფრენებისთვის საზღვრებს, როცა ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს თავისი სივრცე გაუხსნას.

“ვერ გავიგეთ და აგვიხსენით, რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს მოქალაქეებს, ყველას. უმძიმესი მდგომარეობაა და უნდა დავეხმაროთ და შესაძლებლობა იყოსო. ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის? მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი. რითი აიხსნება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით? რაიმე პოლიტიკური ჩანაფიქრი გაქვთ?” – აცხადებს ბოკერია.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ევროკავშირი გაავრცელებდა სიას, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახადა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს უხსნის საზღვრებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ ამით საქართველომ მიუთითა, რომ ამ სიაში მოხვედრა მისი პრიორიტეტი არ არის.

“ფრენების გაუქმება ეხება ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მათ შორის, იმ ქვეყნებსაც, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, ბალტიის ქვეყნებს, მაგალითად, პოლონეთს. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის, სულ მცირე, გაუგებარი და აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტება, რა ლოგიკაა იმაში, რომ ვიდრე ევროკავშირი გამოაქვეყნებს თავის სიას, ჩვენ ევროკავშირს ვეუბნებით ფაქტიურად, რომ არც ისე ძალიან გვინდა ამ სიაში ყოფნა.” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, „ევრონიუსის“ თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს, გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button