მსოფლიოსპორტი

17 დეკემბერს ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე იმ 11 სპორტსმენის სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც ერთერთს 2019-2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებს

ნომინირებულთა შორის არიან: ტიაგო ალკანტარა, ქრიშტიანუ რონალდო, კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე, ნეიმარი, ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი და ვირჯილ ვან დაიკი.

დასახელებული ფეხბურთელებიდან 3 „ლივერპულის“ ღირსებას იცავს, 2 ნომინირებული „პარი სენ-ჟერმენიდანაა“. დანარჩენი კლუბები: „იუვენტუსი“, მანჩესტერ სიტი“, ბაიერნი“, „ბარსელონა“და „რეალი“ თითო-თითო ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.

წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზის – The Best ცერემონია, მსოფლიოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის17 დეკემბერს, ონლაინ-რეჟიმში გაიმართება.

კანდიდატებისვის ხმის მიცემის პროცედურა გუშინ, 25 ნოემბერს დაიწო და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button