პარლამენტი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს.
“ამნისტიის შესახებ “საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს განიხილავენ
პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 44-ზე მეტ მუხლს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულების კატეგორიაში გადის.
პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არ მქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დისკუსიები და კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სრულფასოვანი უნდა იყოს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორის მერაბ ქართველიშვილის შეფასებით კი, მნიშვნელოვანია პარლამენტმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები განაგრძოს.