მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტი დღეს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მელიამ თავად მოითხოვა 2021 წლის 29 ივლისს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად იყრის კენჭს, მიზეზად ის დაასახელა, რომ მთლიანად ერთვება საარჩევნო კამპანიასა და „უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“.

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული.

მსგავსი პოსტები

Back to top button