პარლამენტი კონსტიტუციის ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად კონსტიტუციის გადასინჯული კანონპროექტი შევა – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე კონსტიტუციის ახალ პროექტზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვების დასრულების შემდეგ, მიმდინარე კვრის განმავლობაში დღეიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება საკომიტეტო განხილვები.
კონსტიტუციის პროექტს ხუთი კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ცვლილებების განხილვა სესიაზე 12 ივნისის სასესიო კვირის ნაცვლად, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, დოკუმენტის არსებული ვარიანტი საყოველთაო სახალხო განხილვების შედეგებით და ვენეციის კომისიის შენიშვნების საფუძველზე გადაისინჯება.