მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტების შესაბამისობაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან კვირის ბოლომდე დაადგენს .

სამუშაო ჯგუფი ღია იქნება ყველა ოპოზიციური ჯგუფის, ასევე სახალხო დამცველის, იურიდიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის.

ოპოზიციის წარმომადგენელები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მმართველ გუნდს, მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩერონ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ პროცესში სრულად არის დაცული შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტები და ოპონენტები განზრახ ცდილობენ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას.

მსგავსი პოსტები

Back to top button