უკრაინული თვითმფრინავი საქართველოშია

უკრაინული თვითმფრინავი, An-32P რომელიც აბასთუმანში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი ხანძრის ქრობის პროცესში მალე ჩაერთვება.
თვითმფრინავს, შეუძლია დაბალ სიმაღლეზე პირდაპირ ხანძრის კერას დაასხას წყალი. ხანძარსაწინააღმდეგო მფრინავი საშუალება გარე 4 რეზერვუარითაა აღჭურვილი, თითოეულის ტევადობა კი 2000 ლიტრია.
ასევე, თვითმფრინავს შეუძლია 30-მდე აღჭურვილი მეხანძრის გადაყვანა, სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის და ტექნიკის გადატანა.
აბასთუმანში საავიაციო დახმარებას თურქეთიდანაც ელოდებიან.