მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებსთკენჭს კიდევ ერთხელ უყრის

დღეს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი სანტურიანი
ცესკოს წევრობის კანდიდატები: გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, თამარ სართანია, მაია ზარიძე

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმდჯომარისა და წევრების არჩევას ხმების 2/3 ანუ 100 ხმა სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები საჭირო რაოდენობის ხმებს ვერც დღეს მოაგროვებენ, ისინი დაკარგავენ შანსს, რომ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 წლით გამწესდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგ კენჭისყრაზე აღნიშნულ თანამდებობებზე, ისინი დროებით, 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button