მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
პარლამენტის ბიუროს სხდომა არჩილ თალაკვაძის გარეშე ჩატარდება
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს არ დაესწრება. საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შესაბამის პროცედურებს დაიწყებს. კახა კუჭავას კანდიდატურას დეპუტატები კენჭს სესიაზე უყრიან.
შეგახსნებთ, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ის თმობს სპიკერის სავარძელს და დარბაზში ინაცვლებს.
“იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, რომელშიც მე პარტია “ქართული ოცნებას წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პროცესების სწორად წარმართვისთვის დავტოვო, სპიკერის პოზიცია,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, პარტიის თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კახა კუჭავა წარადგინა.