მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დაიბარა

საგამოძიებო კომისია ხვალ მორიგ სხდომას გამართავს. იმსჯელებენ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ბიზნესზე ზეწოლისა და ჩამორთმევის ფაქტებზე. დაგეგმილია ნავთობკომპანია “მაგნატის” საქმის მოსმენა.
ქართული ოცნების არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა 25 მარტს 10:00 საათზე გაიმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა.

25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
ჯერჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა სხდომაზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს.ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.
ქართულმა ოცნებამ “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.

პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია არალეგიტიმურია.

“ჩვენი პარტიული პოზიცია იქნა გაცხადებული – მიგვაჩნია, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, საგამოძიებო კომისიაც ვერ იქნება ლეგიტიმური. თუმცა, ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პირადად და ინდივიდუალურად. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია. თუ ვინმე სხვანაირად მოიქცევა, ეს არის მათი გადასაწყვეტია”, – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

“ქართულ ოცნებაში” კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.

“ყველა ვალდებულია, რომ საგამოძიებო კომისიასთან ითანამშრომლოს. ვინც არიდებს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას თავს, მასზე ბუნებრივია, კანონი შემდგომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ თუ შენ ხარ გამართული პოზიციით პოლიტიკურად, ზნეობრივად, მაშინ რატომ უნდა აარიდო თავი, როდესაც მით უმეტეს ბიზნესის რეკეტზეა საუბარი, თუ ფიქრობ რომ მართალი ხარ, შენი მართალი პოზიცია წარმოაჩინო. ასე, რომ აქ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, არის თუ არა მათ უკან სიმართლე”, – აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მივმართავ ახალგაზრდობას, უყურონ ამ პროცესს, ნახონ, ვინ არიან ისინი, რომლებიც მოუწოდებენ, დადგნენ მათ მხარეს, ნახონ, რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს, დაესწრებიან თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომელბიც დაბარებული არიან და არის თუ არა მათი დასწრება სავალდებულო.

“სავალდებულოა და მათივე ინტერესია, რომ არ დაარღვიონ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც სხვა დროს არაერთხელ დაურღვევიათ. იცით, რომ მის წინააღმდეგ განაჩენი არსებობს თაღლითობის გამო. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ასევე ქვეყნის გარეთ, კიდევ ერთხელ ყველამ შეხედოს. განსაკუთრებით მივმართავ ახალგაზრდობას, უყურონ ამ პროცესს, ნახონ, ვინ არიან ისინი, რომლებიც დღეს მოუწოდებენ, დადგნენ მათ მხარეს. ვინ არიან საქართველოს ის მოქალაქეები და ის უცხოელები, რომლებიც ამ რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ. დღეს ხომ იგივე სახელებია, რა გვარებიც გვესმის ევროპარლამენტიდან – რასა იუკნევიჩიანე და სხვები. ვინ არიან? ეს არის ხალხი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი იყო, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო. ეს არის ხალხი, რომელიც მას აგულიანებდა, 2021 წელს შემოპარულიყო საქართველოში და აერია ქვეყანა. ამიტომ, ყველამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ პროცესს და ნახონ, რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე. ამ დღეებში რასაც ვისმენთ და კიდევ მოვისმენთ, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს. წამებებზე, ბიზნესის რეკეტზე – ყველაფერ ამაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული თავისი უცხოელი მფარველებისგან.

ამიტომ, ხვალაც მნიშვნელოვანი მომენტია, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც შეხეება ბიზნესის რეკეტს. დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი მედიაში. ბიემჯის ხელმძღვანელს, ბატონ ისაკაძეს თვითონ აქვს აღიარებული, თავისივე აღიარებაა, რომ ის იყო მონაწილე ბიზნესის რეკეტის. არ იცით, რომ აღიარა? სასამართლო პროცესზე, რომელიც შეეხებოდა ბანკი “ქართუს” გაკოტრებას. იმ პროცესში აღიარებულია და მის მიმართ გადაწყვეტილებაა გამოტანილი, განრიდება ან რაღაც საპროცესო შეთანხმება იქნებოდა, ვინაიდან ის იყო თანამონაწილე ბიზნესის რეკეტის სქემისა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო მოწყობილი. ამ სქემის მონაწილეები, ბიზნესის რეკეტიორები, ისაკაძის მსგავსი მორალის ადამიანები დღეს საუბრობენ ბიზნესზე, ბიზნესის თავისუფლებაზე.

სინამდვილეში, მათ აქვთ ერთი სურვილი, რაიმენაირად მობრუნდნენ ხელისუფლებაში და მიიღონ ის ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ და რომელსაც შემდეგ უნაწილებდნენ ისაკაძისა და ხაზარაძის მსგავს ვითომ ბიზნესმენებს, რათა რეკეტი ეწარმოებინათ სხვა ბიზნესების და რაც შეიძლება მეტი ქონება მიესაკუთრებინათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პროცესს უყუროს ყველამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ვის გვერდში დგანან – ისაკაძე, რომელიც ბიზნესის რეკეტის სქემაში იყო ჩართული, ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც მონაწილეა ერთ-ერთი ბანკის გაკოტრებისა.

შეგახსენებთ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჩართული იყო ბანკის გაკოტრებაში. მაშინ კანონები მოარგეს სპეციალურად იმ სქემის შესაქმნელად, რომელშიც ისაკაძე მონაწილეობდა, რათა ბანკი “ქართუ” გაეკოტრებინათ. ამ კანონების ცვლილებას ის უწევდა ლობირებას, უფრო სწორად, ამართლებდა, თითქოს რაღაც ევროპული სტანდარტი იყო. ამ მოძალადე, რეკეტიორ ადამიანებთან გვქონდა საქმე. დღესაც ზუსტად იგივე ხალხია, რომელიც ვითომ ოპოზიციას წარმოადგენს. ზუსტად იგივე ხალხია, ვინც ქუჩაში დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რათა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომისიის სხდომაზე დაბარება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ.
ყველას კარგად გვახსოვს, ღამის საათებში, როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება და მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში არ ყოფილან, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი,- ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძისა და და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას.

კალაძის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვუთხარით, რომ აუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომელსაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ვიცით, თუ რა ხდებოდა, თუნდაც 2008 წლის ომი რომ ავიღოთ. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები სჭირდება.

რაც შეეხება ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებას, ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა, ღამის საათებში, როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება და მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაც შეეხება, ისინი პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, რომ საზოგადოებას ყველაფერზე სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „პარტიული საბჭოა“.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც კომისიის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას ეხმაურება.

როგორც დოლიძე ამბობს, კომისიამ, პირველ რიგში, მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი უნდა დაიბაროს, რომელთა ხელშიც „გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც“.

„ჯერ ერთი, ეს „ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა. მეორეც, 2012 წელს წარვადგინე და სრულიად მედიაში განვიხილე სიმართლის კომისიის იდეა, რომელიც უნდა ყოფილიყო 2012-2013 წლებში, მაშინ ჩაკლეს და ახლა ეს პოლიტიკური შურისძიების ჯგუფი გამოაცხადეს. სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე. არაპარტიული, უმაღლესი ავტორიტეტის ხალხისგან შემდგარი, შერიგებაზე გამიზნული, მაგრამ არ გააკეთეს ზუსტად იმიტომ, რომ შეენახათ ეს თემები პოლიტიკური თამაშისთვის. 13 წელი დაამწნილეს.

მესამეც, თუ ვინმეა მართლა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც. იმის თავიც არ აქვთ, რომ ჩინჩალაძე მოიყვანონ პარლამენტში. კაცი, საკუთარ კონკურსზე არ გამოცხადდა. ცარიელ სკამს უყარა კენჭი მოსამართლეთა შეკრებამ“, – წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა 25 მარტს გაიმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა. 25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს.ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა 25 მარტს გაიმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა.

25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს.ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button