მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

UNESCO-მ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ლექსო ლაშქარავა დაამატა

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა – მას ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაემატა. განახლებულ მასალაში მითითებულია, რომ ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.

“ალექსანდრე ლაშქარავა მუშაობდა ტელეკომპანია პირველისთვის და იყო ერთ-ერთი 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მედიის წარმომადგენელს შორის, რომლებიც სერიოზულად დაშავდნენ 5 ივლისს თბილისში LGBTQ+ აქტივისტებზე თავდასხმის დროს. შიშისა და ძალადობის გამო თავდასხმას დაგეგმილი ღირსების მარშის გაუქმება მოჰყვა. ის გარდაიცვალა 11 ივლისს, საკუთარ სახლში”. – წერია UNESCO-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button