პარლამენტის მიმდებარედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გამოიყენა
დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს

რობოკოპებმა პარლამენტის ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე წიწაკის სპრეი პირდაპირ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით გაუშვეს. პარალელურად, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს სცემენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ წიწაკის სპრეის გაშვებამდე გამაფრთხილებელი სიგნალი არ ყოფილა.
სპეცრაზმელებმა, მოქალაქეების დარბევასთან ერთად, აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაკავებებიც დაიწყეს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.
ადგილზე ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია განსაკუთრებული რაოდენობით რობოკობები და წყლის ჭავლის მანქანები.
“არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” – პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულდა, ის ხვალ გაგრძელდება.
დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.
გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.