მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პარლამენტის მუშაობაში მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას მივიდვართ წინ-ნიკა მელია

ნიკა მელია საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება, ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თამჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ქართული ოცნება” გუშინდელი სხდომისთვის მზად იყო თუ არა, ვფიქრობ საერთოდ არ არის საინტერესო, თუმცა შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, საზოგადოებას მივანდოთ ეს საკითხი. “ქართული ოცნება” ქვეყნის მართვისთვის მზად არც ყოფილა არც ერთ ეტაპზე, რბილად რომ ვთქვათ, არის გულდასაწვეტი და დღვანდელი გადასახედიდან ტრაგიკული. ამიტომ თითოეული დღე, სანამ “ქართულ ოცნებას” მიტაცებული აქვს ქვეყნის მართვის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.

კონკრეტული საკითხები, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა, დიდი პატივისცემით, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოიკოტი შეწყვიტა და მეათე მოწვევის პარლამენტის სამუშაო პროცესში ჩაერთო, თუმცა პარტია ამ დრომდე უარს ამბობს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button