პარლამენტის პირველ სხდომას შესაძლოა პატრიარქი დაესწროს

მმართველი პარტია მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწვევას გეგმავს.

ასევე დაგეგმილია სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირების, მთავრობის წევრების, სახელმწიფო ორგანოთა ხელმძღვანელების, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მოწვევა.

გუშინ გაიმართა ,,ქართული ოცნების” წევრების შეხვედრა, სადაც განიხილებოდა პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხები და მოსაწვევ პირთა სიის დადგენა.

პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას დაესწროს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button