პარლამენტის სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს

პარლამენტის სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს_ ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომენტარების გაკეთება ამ საკითხზე, ჯერ გაჭირდება.
“ჩვენ ორჯერ მივიღეთ გადაწყვეტილება 60 დეპუტატისათვის, საუბარია ოპოზიციონერ დეპუტატებზე, უფლებამოსილების შენარჩუნების თაობაზე. მიუხედავად იმისა რომ მათ დაწერეს შესაბამისი განცხადებები და არ ესწრებოდნენ სხდომებს. დღეს მესამედ განიხილება ეს საკითხი, სამ დეპუტატთან დაკავშირებით. საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მანამდე კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება, უმრავლესობა მიიღებს ამ თემაზე გადაწყვეტილებას,” – განაცხადა კობახიძემ.
” ქართული ოცნების” თავმჯდომარე,სახელმწიფო ინსპექტორის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის პერსპექტივას, უკრაინის მხარდაჭერასა და ვაქცინაციის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.
“მე არ მგონია, რომ თოლორაიას სარჩელს ჰქონდეს პერსპექტივა, წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩვენ ამ კანონს არ მივიღებდით. პერსპექტიული არ არის სამართლებრივად ეს სარჩელი. იმ მიზეზის გამო, რომ არ ეფუძნება კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებს, თუმცა ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსასჯელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი,შემოსულია კანდიდატურები და ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას ორი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, მსოფლიოში სულ იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერას თან დაკავშირებით და ერთ- ერთი იყო საქართველო, სადაც გამიუხატა მკაფიო მხარდაჭერა, დავამტკიცეთ საპარლამენტო რეზოლუცია,სადაც გამოვუცხადეთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და გამოვთქვათ სურვილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ომის არდაშვებაში უკრაინაში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ვითარებით, არის რთული და მძიმე ტენდენცია. ჩვენ გვინდა, რომ ომი არ დაიწყოს უკრაინაში, რადგან ეს რთული იქნება მთლიანად რეგიონისთვის, ევროპისთვის .შესაბამისად, ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომის არდაშვება და აქ თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი , დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი შესაბამისი რეაქციები გამოხატული იქნება მოვლენების კვალდაკვალ. ჩვენი მხარდაჭერა არის მაქსიმალურად მკაფიო. ვიმედოვნებთ ომი არ დაიწყება. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ომის არდაშვებისთვის. ვიღაცეებმა, ვინც საკუთარი ქმედებებით, 2008 წელს ტერიტორიები ჩააბარეს, ასეთი ადამიანებით არ უნდა განისაზღვრებოდეს საგარეო პოლიტიკა, მათ ჩვენ უნდა გვაცალონ და მადლობა ღმერთს, მათგან არ განისაზღვრება საგარეო პოლიტიკა. ამ პოლიტიკის შედეგია, რომ პირველი ხელისუფლებაა ჩვენი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ომი არ დაწყებულა.ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ, ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ.
კოვიდის მართვაზე, ხელისუფლების მხრიდან მიღებული იყო, პრაგმატული, დაბალანსებული და რაციონალური გადაწყვეტილებები, ამ გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ არც ეკონიმიკა დაზარალდა და ჩვენ გვქონდა შარშან თითქმის 11 პროცენტიანი ზრდა, ამასთან ერთად გვქონდა ოპტიმალური სურათი ჯანდაცვის კუთხით. მსოფლიოს მასშტაბით იყო მძიმე ვითარება და რათქმა უნდა, საქართველოზე ეს აისახა და ჩვენ მოვახერხეთ, ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება, რაც იყო ჩვენი მთავარი ამოცანა.”– განაცხადა კობახიძემ.
განცხადებები, პარტია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს, კახეთში საზოგადოებრივად აქტიურ ქალებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.