მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის სასახლის ეზოში საპოლიციო ძალები შეიყვანეს

პარლამენტის სასახლის ეზოში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. ამ წუთის მდგომარეობით, სამართალდამცავები ორი ავტობუსითა და შს კუთვნილი სხვა ავტომობილებით მიიყვანეს. ამასთან, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს- სამართალდამცველები იმყოფებიან როგორც ჩიტაძისა და 9 აპრილის, ისე ჭიჭინაძის ქუჩებზე. ისინი პარლამენტის შესასვლელებთან არიან გამაგრებული.
სამართალდამცველები შეიყვანეს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოშიც.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო საზოგადოების წევრები იმყოფებიან, რომლებიც აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მივიდნენ.

აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.
რუსთაველის გამზირისკენ მიემართება სამი პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მარშიც.

,,ქუჩაში იქნება წვიმა, თოვლი, ქარი – ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე!,,-ოპოზიცია ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

ცნობისთვის გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად დედაქალაქში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. თბილისში დღეს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ევროპული მომავლის დასაცავად მოდიან. ამბობენ, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშინების, მოსყიდვის და ფარულობის დარღვევით ჩატარდა.

დღეს, საღამოს 7 საათზე პარლამენტთან საქართველოს მოქალაქეები ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად იკრიბებიან.
მოქალაქეები, ოპოზიციური გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button