მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის შესასვლელი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს, რათა პარლამენტის წევრებმა შენობის დატოვება შეძლონ

პარლამენტის შესასვლელები საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს, რათა პარლამენტის წევრებმა შენობის დატოვება შეძლონ.

მათ ე.წ. ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული. შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებო და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან სკანდირებენ “მონებო”, “რუსებო”, “წადი”.

ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის აქციის რამდენიმე წევრი დააკავა.

აქციის მონაწილეებს სურთ პარლამენტიდან გამოსულ “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომლებიც “ხალხის ძალის” კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ, სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.

ჩვენ გავაპროტესტებთ დღესაც, ხვალაც, ზეგაც. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს.

„მთავარია, ჩვენ ვერ გადაგვახვევინებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დღეს, მათი ლუსტრაცია მოხდა. პოლიციის ზურგს უკან იმალებიან რუსეთის მიერ მართული „ჩმორები“. „ჩმორები“ ვერასდროს მიიტაცებენ ხელისუფლებას. „ჩმორებისგან“ გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას.

მახსოვს, საქართველოდან რუსეთში როგორ გაიქცა ლევან მამალაძე, ასლან აბაშიძე, ასე გაიქცევიან, ოღონდ იმ რუსეთში პუტინი არ დახვდებათ, სად დაიმალებიან, მე არ ვიცი. საქართველოს ჩვენ გავათავისუფლებთ რუსული უმცირესობისგან, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს.

რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, არის მილიონი ხელმოწერა შესაკრები, ძალიან ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ერი-ბერი ყველა დადგება ერთად.

ჩვენ გავაპროტესტებთ დღესაც, ხვალაც, ზეგაც. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენც უნდა მოაწეროთ ხელი იმ მილიონიდან ერთ-ერთი უნდა იყოთ, ვინც მოაწერს ხელს. მოვახდენთ ამათ დელეგიტიმაციას და პირდაპირ საუბარს დავიწყებთ დასავლეთთან. ამისთვის საჭიროა მილიონი ხელმოწერა. დანარჩენი რა და როგორ იქნება, ნახავთ.

კომიტეტის მოსმენა კიდევ არის ჩანიშნული, მძიმე დღე ექნებათ. დღეს, რასაც აკეთებ არალეგიტიმურია, იმიტომ რომ იქ დეპუტატები არ არიან. სუს-ის და სპეცსამსახურების ზურგს უკან ამოფარებული მხდალები და ლაჩრები არიან“,- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button