მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმი გამოჩნდა

პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. საპოლიციო ძალები სპეციალური ეკიპირებით 2 ავტობუსით მიიყვანეს.

სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.
ამ წუთებში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო”.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ.

მმართველი პარტიის აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტის სხდომისას, დღის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განიხილონ.

პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button