მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოსთან ისევ დაკიდა

კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დღეს თავად დაკიდა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა გუშინ, 6 ივლისს ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button