პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შესაძლოა ირაკლი კობახიძე დაინიშნოს

კულუარული ინფორმაციით პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე
“ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა პარტიის აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დაასახელოს.

აღნიშნულ საკითხზე “ქართულ ოცნებაში“ ამჟამად მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც სხვა დანარჩენ საპარლამენტო პოსტების წარსადგენ პირებზე არ მიუღიათ. საკითხთან დაკავშირებით პარტიაში მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ დასრულდება.

თუმცა, “ქართულ ოცნების “ პარტიის ცალკეული წევრები, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თამჯდომარედ სწორედ კობახიძის კანდიდატურას წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია. მას შემდეგ რაც, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდებიან,იგი სიის ლიდერად რჩება, შესაბამისად კობახიძე პარტიის გამოკვეთილი ფიგურაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button