მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის წინ აქცია დაიწყო აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ აქციას მსვლელობით იურისტთა მარში შეუერთდა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო სტარტი და მსვლელობით რუსთაველის გამზირამდე მივიდა. ადვოკატების მთავარი მოთხოვნაა: ხელახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლება.

მათ მოტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „აირჩიეთ მოსამართლეები და არა მონები!“, „ხოხობი როგორ გყავთ, ისევ ფრთხიალებს ალაზანზე?“
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საპროტესტო მსვლელობით მოგზაურობის მოყვარულთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყეს.

პარალელურად, აქციას შეუერთდნენ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე მსვლელობით მოვიდნენ პარლამენტთან. პარლამენტთან მიმდინარე აქციას ასევე შეუერთდნენ „ვეგანების მარშის“ მონაწილეები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან გამართეს მსვლელობა.„ნუ შეგვჭამეთ“!, „ვეგან მოგვატყუებთ!“, „მშვიდობიანი მარშები გაგიყვანთ მარილზე!“.

მოქალაქეები უკვე 23-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
იის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button