პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტები მასვლელობით გმირთა მოედანზე მიემართებიან
ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულდა

აქციის მონაწილეების მიერ, ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა – ცნობილია სამოქმედო გეგმა, რომლითაც აქცია გაგრძელდება –
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.
თუმცა აქციები გაგრძელდება და საპროტესტო კერები იქნება სხვადასხვა ადგილას. გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები საავტომობილო გზას ჩაკეტავენ.
მანამდე მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს მთავრობას ორი მოთხოვნის შესასრულებლად – 22 საათამდე მიეღოთ გადაწყვეტილება და გაეთავისულებინათ კახეთში დაკავებული პირები და გაექმებინათ რუსეთთან პირდაპირი ფრენები.
„კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ხელისუფლებას. ჩვენი გმირების მემორიალთან დასრულდება დღეს აქცია. ყვარლიდან ვინც მოდის, გზაში არიან და შეუძლიათ, გმირთა მემორიალთან შემოგვიერთდნენ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქტივისტები რუსთაველის გამზირს მიუყვებიან და სკანდირებენ:
“გამოდით, გამოდით, გამოდით!”
„მეგობრებო, გთხოვთ გამოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიღვიძებთ რუსეთში”.
“თუკი გადარდებთ საქართველოს დამოუკიდებლობა, გთხოვთ, გამოდით!”
“არა რუსულ ფრენებს!”
“მივდივართ გმირთა მოედნისკენ სიმბოლურად, რომ ჩვენს გმირებს ვუთხრათ, რომ არა, რუსებს არ მოვუშვებთ”.
პარლამენტის წინ აქცია გზავნილით „არა რუსულ ფრენებს“ საღამოს რვა საათზე დაიწყო. აქცია მეორე დღეა გრძელდება.
დემონსტრანტები აპროტესტებენ როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილების შესაძლებლობა მისცა, ისე ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებებს, რომელთა შედეგადაც 19 მაისიდან აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.
რაც შეეხება დაპატიმრებულ აქციის მონაწილეებს, 20 მაისს, ყვარელში, სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 16 პირი დააკავეს.
ყვარელში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სადაც მათი საქორწინო წვეულება იგეგმებოდა.
ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის დასრულებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასტუმროს ტერიტორიაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეშვებას ითხოვდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა ნამდვილად დატოვეს სასტუმრო და საქართველოს ტერიტორია: „ჩვენ პრეზიდენტის განცხადების არ გვჯერა. მოგმართავთ მშვიდად და წყნარად, ჩვენთან არის ორი გენერალი ჭანკოტაძე და ჯანაშია. შეუშვით ეს ადამიანი სასტუმროს ტერიტორიაზე რათა, ჩვენ, ყველა დავრწმუნდეთ, რომ იქ არ არიან ლავროვის ნათესავები, სხვა შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ისინი კვლავ აქ არიან და შესაბამისად, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ“.
კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის განცხადებით, სასტუმროს ტერიტორიაზე ვერავინ შევიდოდა, ვისაც სასტუმროს ჯავშანი არ ჰქონდა.
ამის შემდეგ “ყვარლის ტბასთან” შეკრებილებმა აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი გადაინაცვლებენ წინასწარი დაკავების იზოლატორებთან თელავსა და საგარეჯოში.
„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები გურჯაანის, თელავის, სიღნაღისა და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილები.
20 მაისს, ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს.