მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პარლამენტის წინ თეთრი ფურცლებისათვის დაკავებული პირები ამ წუთებში გაანთავისუფლეს

თბილისში, პარლამენტის წინ თეთრი ფურცლებისათვის დაკავებული ხუთი პირი, ამ წუთებში გაანთავისუფლეს

ედუარდ მარიკაშვილმა, საბა ბრაჭველმა და ნიკოს რომანაძემ, თელავის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან განთავისუფლდა
პარლამენტის წინ დაკავებული ორი პირი, ნოდარ სიხარულიძე, და გრიგოლ ფრანგიშვილი.

თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა ნიკა რომანაძემ განმარტა, რომ გადაცდომა არ ჩაუდენია და ის უკანონოდ დაიჭირეს.

შეგახსენებთ, ხუთივე პირი, 2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს მაშინ დააკავეს, როცა მათ ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირათ.

სართალდამცავები ხუთივეს ადმინისტრაციულ გადაცდომას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან
ცნობისთვბის ხუთივე დაკავებულმა პირმა იზოლატორში 48 საათი გაატარეს

მსგავსი პოსტები

Back to top button