მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტმა განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურები დაიწყო

პარლამენტმა განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურები დაიწყო. დღეიდან მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ. უკვე 8 თებერვალს კი საპარლამენტო უმრავლესობა ახალ პრემიერსა და კაბინეტს განახლებულ შემადგენლობას უკვე სასესიო ფორმატში დაამტკიცებს.
ოთხმა კომიტეტმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, რატი ბრეგაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, თეა ახვლედიანს და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინა.

განხილვა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
პარლამენტში ამჟამად მეორე სხდომაზე, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

ოპოზიციონერებს შს მინისტრობის კანდიდატთან, ვახტანგ გომელაურთან რუსების უკონტროლო შემოსვლაზე, შოვის ტრაგედიის გამოძიებაზე, ნარკოპოლიტიკასა და სხვა აქტუალურ თემებზე კითხეს.
ამ ყველაფერს კი “ოცნების” მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ისინი რუსული კანონის ხსენებამაც გამოიყვანა წყობიდან.

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს.
საკომიტეტო მოსმენები 6 და 7 თებერვალსაც გაგრძელდება. 8 თებერვალს კი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა ირაკლი კობახიძის მთავრობას საბოლოოდ დაამტკიცებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button