მნიშვნელოვანისაქართველო

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლის ვადით დაიკავებს.

გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტში 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შოთაძე მისი პროკურორობის დროს წარმოებული საქმეების გამო მწვავედ გააკრიტიკეს და მას ბიძინა ივანიშვილის “მონა” უწოდეს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ შოთაძე წინასაარჩევნოდ “ოპონენტების დევნის იარაღი” იქნება.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე იკავებდა. შოთაძის მიმართ უკმაყოფილება საზოგადოებამ არაერთი საქმის გამო გამოხატა, თუმცა თანამდებობის დატოვება მას ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მწვავე პროტესტის შემდეგ მოუწია.

მსგავსი პოსტები

Back to top button