პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი საბოლოოდ დაამტკიცა

117 მომხრე – 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა კონსტიტუცია დაამტკიცა.

დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბნენ და კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით კენჭი უყარეს.

რეგისტრაცია 117-მა დეპუტატმა გაიარა.  პროტესტის ნიშნად სხდომა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებმა დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

მათი შეფასებით, “ქართული ოცნება” ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებს.  საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციისგან განსხვავებით, შემუშავებულ საკონსტიტუციო პროექტს მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button