მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტმა, მეორე მოსმენით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო

პარლამენტმა მედიის შემზღუდავ ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა

86 – ხმით, ერთხმად – პარლამენტმა, მეორე მოსმენით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტით, სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. კანონის აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.

კანონპროექტით უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები განიმარტება. პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: – უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი.

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ოლიგარქის პარლამენტმა აშშ-ში მოქმედ, “სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ” FARA-ს კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქის პარტიის მიერ ინიცირებული FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება.

არალეგიტიმური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის “თავმჯდომარე”, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი, 355-ე სეკუნდა მუხლი:

“თუ ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. კონკრეტული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯარიმა იყოს არაუმეტეს 5 000 ლარით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. სხვა დარღვევების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 5 წლამდე, ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ“, – თქვა გორდულაძემ.

საკითხის მესამე მოსმენით დამტკიცება ხვალ იგეგმება.

არალეგიტიმურმა პარლამენტმა მედიის შემზღუდავ ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

“ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუშვებელი იქნება”

“ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ გუშინ განაცხადა, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება, რაც დამატებითი გამოწვევაა და ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება შეიძლება.

24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა.

პირველი მათგანის ამოცანაა გადაუჭრას კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების საშუალებები იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.

მეორე პაკეტის ამოცანაა გააფართოოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს ისევ კრიტიკული მედიის ფინანსურ მდგრადობას შეუქმნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button