პარლამენტმა მთის კანონი დაამტკიცა [Audio]
კანონმდებლებმა “მაღალთიანი რეგიონების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
კანონპროექტი ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა. ცვლილებების მიხედვით შეიქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
საბჭოსთვის კი 2016 წლის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. დოკუმენტი ადგილობრივებისთვის სამეწარმეო გადასახადების შეღავათებს გულისხმობს.
პედაგოგები და ექიმები სახელფასო დანამატს მიიღებენ, გაიზრდება პენსიაც.
ნაციონალურმა მოძრაობამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობიდან და გიორგი თევდორაძე უმცირესობიდან – ხმა