პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი ეყარა საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და შედეგით 8 მომხრე, 110 წინააღმდეგი – ჩააგდო. ამის შემდეგ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია დადგა, რომელიც უმრავლესობამ 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო.

ასევე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი დღეს დაახლოებით 5 საათზე მეტ ხანს მსჯელობდა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button