საქართველოსიახლეები

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაამტკიცა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 97 ხმით (10-ის წინააღმდეგ), საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე, ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, როგორ აპირებს უსახსროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა და თავდაპირველად მისი მოქმედების ვადა 21 აპრილის ჩათვლით იყო განსაზღვრული.

მსგავსი პოსტები

Back to top button