პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები შესაძლოა გაერთიანდნენ

,,ეროვნული ფორუმის” წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა შესაძლო კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადა.

იგი არ გამორიცხავს პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზოციურ პარტიებთან თანამშრომლობას.
ვახტანგაშვილი დავით უსუფაშვილის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ყოფილი „რესპუბლიკელი“ ახალი ევროპული ტიპის ოპოზიციური პარტიის შექმნაზე საუბრობდა. მისი განცხადებით, მსგავსი იდეის შესახებ საკუთარი მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამაც დააფიქსირა.

“ის, რომ დღეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში კრიზისია, ეს ცხადია, თუმცა ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებასაც სჭირდება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 2012 წელს ერთად ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ, ისევ გავერთიანდეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალი არაფერი იქნება, ჩვენ ერთად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ „ეროვნული ფორუმი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ ოპოზიციურ ძალად გავერთიანდეთ,“ – განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button