პარლამენტში დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა იწყება

პარლამენტის კომიტეტებში სემეკ-ის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა იწყება.

საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. როგორც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გოჩა შონიას და დავით ნარმანიას კანდიდატურები წარადგინა. კომიტეტების შემდეგ კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა 14 დეკემბერს წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button