მნიშვნელოვანისიახლეები
პარლამენტში დღეს “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ

პარლამენტში დღეს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ელოდებიან. დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ.
ცვლილების შესაბამისად, იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხი, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სავალდებულო წესით გაკონტროლდება.
მმართველი გუნდის განცხადებით, ცვლილება ხელს შეუწყობს ფარმაცევტულ ბაზარზე სამართლიან კონკურენციასა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებას
ნინო წილოსანის ხმა